პოლიტიკა
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი წევრი ჰყავს

ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

წევრის შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ სამი განაცხადი დაფიქსირდა. საბჭო წევრებმა ღია კენჭისყრით ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" მე-13 ფილიალის ხელმძღვანელი, მაკა აბულაძე შეარჩიეს.

ასევე, საბჭომ ოთხი წევრობის სტატუსის მიღმა თანამშრომლობის მსურველი მიიღო. ორგანო შემდეგ პირებთან ითანამშრომლებს: მაკა ცერცვაძე (ორგანიზაცია PIN, პროექტის კოორდინატორი); თინათინ გელხვიიძე (კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი იმერეთი, კონსულტანტი); ნინო ცქიფურიშვილი (მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი); ანა ლეფსაია (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სპეციალისტი).

გენდერულ თანასწორობის საბჭოში ახალი წევრის ასარჩევად განცხადებების მიღება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა საკრებულოს წევრებსა და ქუთაისის მერიის თანამდებობის პირებს შეეძლოთ.

ამ დროისთვის გენდერული თანასწორობის საბჭო 19 პირისგან შედგება. დებულების საფუძველზე კი იგი მაქსიმუმ 21 ადამიანისგან შეიძლება დაკომპლექტდეს.

დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი სექტემბერში გამოცხადდება.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის საფასურს მერის ბრძანების
საფუძველზე
16:24 / 27.01.2020
ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის საფასურს მერის ბრძანების საფუძველზე
ქუთაისის მერია მერიისა და საკრებულოსთვის საინფორმაციო-სარეკლამო
14:14 / 27.01.2020
ქუთაისის მერია მერიისა და საკრებულოსთვის საინფორმაციო-სარეკლამო
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020