პოლიტიკა
",,არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არსებობდეს რომელიმე ორგანიზაცია" - მერაბ მეშველიანი ტენდერების შესახებ
,,არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არსებობდეს რომელიმე ორგანიზაცია."- ასე ეხმაურება ტენდერებში ლობისტების შესაძლო არსებობას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი.

,,არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არსებობდეს რომელიმე ორგანიზაცია. თუ მას ჰყავს ლობისტი მას ეძლევა მეტი შანსი იმისა, რომ ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება და ის გამოიყენოს სხვადასხვა მიმართულებით. ხშირია შემთხვევები,ისეთი ორგანიზაციების გამარჯვებისა, რომლებიც დაკავშირებული არიან გარკვეულ საახლობლო წრესთან, გარკვეულ პარტიულ აქტივთან ან პარტიულ ორგანიზაციებთან."- განაცხადა მეშველიანმა.

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესმა" რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული მორიგი ტენდერი შეისწავლა. სააგენტოს ინფორმაციით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიამ შპს "გი-ან 2011" 2018 წლიდან მერიის გამოცხადებული ოთხი ტენდერი მოიგო და  ჯამში მასთან 711 286 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები დამაზიანებელია არა მხოლოდ სისტემისათვის, ასევე საქმისათვის.

,,კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, რომელიც ,,ნიუპრესმა" გამოაქვეყნა, არ ვისურვებდი ასეთი სიტუაციაში ყოფნას. ეს არის დამაზიანებელი თავად სისტემისათვის, თავად საქმისათვის. შესაძლებელია გარკვეულმა ლობისტურმა დამოკიდებულებამ გარკვეული გავლენა იქონიოს კონკურენციული პირობების შემთხვევაში,ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის, ხარისხზე და საჭირო გახდეს თანხების ისევ ხელახლა მიმართვა. მთლიანობაში, არა მხოლოდ ქუთაისში, სხვა რაიონებშიც, დარწმუნებული ვარ, იქნება შექმთხვევები, როდესაც ლობისტური ჯგუფები ახორციელებენ პირადი ინტერესების ჩართვას იმისათვის, რომ ხალხის მიერ შეკრებილი თანხა პირადი ინტერესებისათვის გამოიყენონ." - განაცხადა მეშველიანმა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200
ლარია.
16:47 / 18.11.2019
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 032 200 ლარია.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
15:04 / 18.11.2019
ქუთაისის ბაგა-ბაღების ნაწილში გათბობის სისტემა ჩართული
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე
გადაუგზავნა.
14:49 / 18.11.2019
მერიამ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ამინდი
თბილისი -1 - 11 °C
img
ქუთაისი 5 - 19 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019