,,არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არსებობდეს

რომელიმე ორგანიზაცია.”- ასე ეხმაურება ტენდერებში ლობისტების შესაძლო არსებობას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ევროპული საქართველოდან” მერაბ მეშველიანი.

,,არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არსებობდეს რომელიმე ორგანიზაცია. თუ მას ჰყავს ლობისტი მას ეძლევა მეტი შანსი იმისა, რომ ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება და ის გამოიყენოს სხვადასხვა მიმართულებით. ხშირია შემთხვევები,ისეთი ორგანიზაციების გამარჯვებისა, რომლებიც დაკავშირებული არიან გარკვეულ საახლობლო წრესთან, გარკვეულ პარტიულ აქტივთან ან პარტიულ ორგანიზაციებთან.”- განაცხადა მეშველიანმა.

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესმა” რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული მორიგი ტენდერი შეისწავლა. სააგენტოს ინფორმაციით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიამ შპს “გი-ან 2011” 2018 წლიდან მერიის გამოცხადებული ოთხი ტენდერი მოიგო და  ჯამში მასთან 711 286 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები დამაზიანებელია არა მხოლოდ სისტემისათვის, ასევე საქმისათვის.

,,კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, რომელიც ,,ნიუპრესმა” გამოაქვეყნა, არ ვისურვებდი ასეთი სიტუაციაში ყოფნას. ეს არის დამაზიანებელი თავად სისტემისათვის, თავად საქმისათვის. შესაძლებელია გარკვეულმა ლობისტურმა დამოკიდებულებამ გარკვეული გავლენა იქონიოს კონკურენციული პირობების შემთხვევაში,ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის, ხარისხზე და საჭირო გახდეს თანხების ისევ ხელახლა მიმართვა. მთლიანობაში, არა მხოლოდ ქუთაისში, სხვა რაიონებშიც, დარწმუნებული ვარ, იქნება შექმთხვევები, როდესაც ლობისტური ჯგუფები ახორციელებენ პირადი ინტერესების ჩართვას იმისათვის, რომ ხალხის მიერ შეკრებილი თანხა პირადი ინტერესებისათვის გამოიყენონ.” – განაცხადა მეშველიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *