,, მოგეხსენებათ, ასათიანის ქუჩა დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული.

დღეს ფაქტიურად ბოლო ფაზაა რეაბილიტაციის.”- ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერის მრჩეველთა საბჭოსათვის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. მერის განცხადებით, ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ტოროტუარები.

,, მოგეხსენებათ, ასათიანის ქუჩა დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული. დღეს ფაქტიურად ბოლო ფაზაა რეაბილიტაციის. წყლის კომპანიის დაკვეთით ,,ეს ემ კა” ახორციელებს სამუშაოებს. პროექტში არ იყო გათვალისწინებული ფეხით სავალი ნაწილი, ასევე სანიაღვრე სისტემა არ მუშაობდა. ჩვენი პროექტით, ადგილობრივი თანხებით გავაკეთეთ ფეხით სავალი ნაწილი და ასევე სანიაღვრე სისტემა. ქალაქის დიდ ნაწილში არ იყო სანიაღვრე სისტემები”.- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *