ქუთაისის მერია სამოქალაქო ინიციატივების კონკურსს აცხადებს.

მოქალაქეებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შეუძლიათ ქალაქის კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული იდეები წარადგინონ.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველი ეტაპი 20 სექტემბრამდე წინადადებების მიღებას მოიცავს, შემდეგი ეტაპი კი მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასებაა. ბოლო ეტაპი იდეების საჯარო კენჭისყრაა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1-ლ ნოემბრამდე გაგრძელდება.

იდეები შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, სპორტი, ახალგაზრდული საქმეები, შშმ პირების საჭიროებები, განათლება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.

გამარჯვებული ინიციატივა 2020 წლის ბიუჯეტში დაფინანსდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *