2020 წლიდან ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული

სამოქალაქო ინიციატივების კონკურსში გამარჯვებული იდეის დაფინანსების წესი შეიცვლება. ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის განცხადებით, იარსებებს ფულადი ფონდი.

“2020 წელს იარსებებს გარკვეული ფულადი ფონდი და იქნება იმისთვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, დაფინანსდეს უკვე 2020 წლის ბიუჯეტითვე. საუბარია 150 000 ლარზე და ინიციატივებზე, რომლის ღირებულებაც იქნება დაახლოებით 30 000 ლარის ფარგლებში. 2019 წელს პროცესიდან გამომდინარე დაფინანსდება მხოლოდ 1 ინიციატივა, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას და აისახება 2020 წლის ბიუჯეტში,”-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

ქუთაისის მერია სამოქალაქო ინიციატივების კონკურსს აცხადებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *