პოლიტიკა
,,მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება" - გიორგი ჭიღვარია
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიის შენობა შესაძლოა გაიყიდოს და ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის ქუჩაზე სასტუმროს მოაწყობს, ქუთაისის მერმა უპასუხა.

,,ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით მაგაზე. მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება".- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერიის შენობაში სასტურმოს მოწყობის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტმა" გაავრცელა.

"ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად თვალი ქუთაისში, შ. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მერიის შენობას დაადგა. როგორც "ნიუპოსტს" ინფორმირებული წყარო უყვება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი შენობის დანგრევას და იმ ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავს. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ივანიშვილმა სურვილის ასრულებას სახელმწიფო უწყებები უკვე შეუდგნენ.

კერძოდ, წყაროს ცნობით, აუდიტის სამსახურმა ქუთაისის ოფისის გაუქმება გადაწყვიტა და ამის შესახებ თანამშრომლებს ოფიციალურად განუცხადეს. თანამშრომლებს უთხრეს, რომ უწყება თბილისში გადადის. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი დედაქალაქში უკვე გადმოიყვენეს, მეორე ნაწილს კი უთხრეს, რომ ისინი შენობაში იანვრამდე დარჩებიან. როგორც ირკვევა, აუდიტის სამსახურის შენობაში, ქუთაისის მერია განთავსდება. ქუთაისის მერიის ამჟამინდფელი შენობა კი სავარაუდოდ ფორმალურად აუქციონზე გაიყიდება მისი მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილი გახდება." - წერია ,,ნიუპოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მოძრაობა
16:32 / 13.12.2019
მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები  აცხადებენ, რომ 14 დეკემბერს, თბილისში,
თბილისში დაკავებული
ქუთაისის ყოფილი მერის სასამართლო პროცესი
24 დეკემბერს გაიმართება.
11:49 / 13.12.2019
თბილისში დაკავებული ქუთაისის ყოფილი მერის სასამართლო პროცესი 24 დეკემბერს გაიმართება.
დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
17:42 / 12.12.2019
დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
14 დეკემბერს, თბილისში
17:07 / 12.12.2019
14 დეკემბერს, თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 10 °C
img
ქუთაისი 8 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019