ქუთაისის მერიაში სამი პოზიცია შემცირდა.

საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. პოზიციები გაუქმდა მერიის ადმინისტრაციულ და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში, ასევე, შემცირდა მერის მრჩევლის ადგილი.

როგორც მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, აღნიშნული პოზიციები ვაკანტური იყო.

ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ სამსახურსა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ორი ადგილი დარჩა, ხოლო მერს ორი მრჩეველი ჰყავს.

გიორგაძის განმარტებით, ხელფასების რაოდენობა არ შეცვლილა. მერის მრჩევლის ხელფასი 1250 ლარს, ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლის 800-ს, ხოლო ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლის 900 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *