პოლიტიკა
ზედამხედველობის სამსახური კაფე "სავანეს" მეპატრონეებს 500-ლარიანი ჯარიმით ემუქრება
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეებს 500-ლარიანი ჯარიმით ემუქრება. საქმე ეხება ობიექტის ფასადზე გაკრულ საპროტესტო პლაკატს, რომელზეც მერიის მაღალჩინოსნები არიან გამოსახული. კაფეს მფლობელები ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ უკანონოა, რადგან საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა და ახლა სააპელაციოში მიმდინარეობს.

"საქალაქო სასამართლომ ბანერის გაკვრისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ფულადი ჯარიმა არ დაგვაკისრა. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ზედამხედველობის სამსახრის უფროსმა გამოგვიგზავნა წერილი, სადაც იკითხება, რომ თუ 10 დღის ვადაში ბანერს არ ჩამოხსნით, ისინი 500 ლარი დაგვაჯარიმებენ. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოში დავა მიმდინარეობს და მერიის ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევაა,"- ამბობენ კაფეს მფლობელები.

ობიექტის მესაკუთრეები ქალაქის მერსა და მერიის მაღალჩინოსნებს ქონების მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
22:36 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
22:36 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
22:33 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019