ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ცენტრალურ ბულვარში

მდებარე კაფე “სავანეს” მეპატრონეებს 500-ლარიანი ჯარიმით ემუქრება. საქმე ეხება ობიექტის ფასადზე გაკრულ საპროტესტო პლაკატს, რომელზეც მერიის მაღალჩინოსნები არიან გამოსახული. კაფეს მფლობელები ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ უკანონოა, რადგან საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა და ახლა სააპელაციოში მიმდინარეობს.

“საქალაქო სასამართლომ ბანერის გაკვრისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ფულადი ჯარიმა არ დაგვაკისრა. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ზედამხედველობის სამსახრის უფროსმა გამოგვიგზავნა წერილი, სადაც იკითხება, რომ თუ 10 დღის ვადაში ბანერს არ ჩამოხსნით, ისინი 500 ლარი დაგვაჯარიმებენ. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოში დავა მიმდინარეობს და მერიის ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევაა,”- ამბობენ კაფეს მფლობელები.

ობიექტის მესაკუთრეები ქალაქის მერსა და მერიის მაღალჩინოსნებს ქონების მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *