პოლიტიკა
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამტრედიის სოფლების: ღანირის, ჩხენიშის, მელაურისა და იანეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრების მთავარი მიზანია როგორც ადგილობრივი ასევე, ცენტრალური ბიუჯეტი ისე დაიგეგმოს, რომ ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების, რომლებიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. სოფლის მკვიდრებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ასევე სოფლის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ჩართულობითა და გადაწყვეტილებით წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაოები განხორციელდა ასევე მოწესრიგდა გზები და გაზიფიცირდა მოსახლეობა.

მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.


R
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის საფასურს მერის ბრძანების
საფუძველზე
16:24 / 27.01.2020
ქუთაისში გარემოვაჭრეები გარევაჭრობის საფასურს მერის ბრძანების საფუძველზე
ქუთაისის მერია მერიისა და საკრებულოსთვის საინფორმაციო-სარეკლამო
14:14 / 27.01.2020
ქუთაისის მერია მერიისა და საკრებულოსთვის საინფორმაციო-სარეკლამო
ამინდი
თბილისი 0 - 9 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020