“ჩვენი წვლილი შევიტანეთ და პროექტს მხარი დავუჭირეთ,”-ამის შესახებ ქუთაისის

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ განაცხადა. საკრებულოს 23-ე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის 41-ში მდებარე შპს “ბიგ სერვისის საკუთრების მიწის ნაკვეთში ელექტრომობილების ქარხნის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციას.

“ახლა მშენებლობის პირველი ეტაპია. 10 000 კვადრატზე იწყება მშენებლობა. ჩვენი წვლილი შევიტანეთ და მხარი დავუჭირეთ მშენებლობის პირველ ეტაპს. წინ არის მშენებლობის მეორე ეტაპი, რომელსაც კვლავ დასჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. 2020 წლის დასაწყისში პირველი ეტაპის მშენებლობა დასრულდება. დარწმუნებული ვარ, მშენებლობა დათქმულ ვადებში განხორციელდება,”-განაცხზადა ნიკოლოზ ლატარიამ.

კომისიის სხდომაზე კი მერიის არქიტექტურის ააიპის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა კუბლაშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე ქარხნის მშენებლობისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება საჭირო არ არის, რადგან ადგილზე ელექტრომობილები აიწყობა და მათი შეღებვა არ განხორციელდება. მისივე განმარტებით, ტერიტორია დასახლებული პუნქტიდან დაშორებულია და მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემის წინაშე არ დადგება.

“გზშ არ არის საჭირო, ამ ეტაპზე იქ არ მიმდინარეობს ბუნებისთვისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროცესები. ამ ეტაპზე ადგილზე ავტომანქანები არ შეიღებება. თუმცა, წინ არის სხვა ეტაპები,”-განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *