პოლიტიკა
სამთავრობო გუნდმა ბაღდათის სოფლებში მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა
სამთავრობო გუნდი იმერეთის რეგიონში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ადგილობრივებთან შეხვედრებზე რამდენიმე პრობლემური მიმართულება გამოიკვეთა, მათ შორის, ჯანდაცვა, საგზაო ინფრასტრუქტურა, წყლის სისტემების მოწესრიგება, დევნილებისა და ეკომიგრანტების განსახლების საკითხი. ახალგაზრდებმა სოფელ როხში, საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შეხვედრებზე დასმულ ყველა საკითხზე რეაგირებას უმოკლეს ვადებში მოახდენენ.

სამთავრობო გუნდის მოსახლეობასთან ღია დიალოგის მიზანია, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოსახლეობის სურვილებისა და მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინება. აგრეთვე, არსებული პრობლემების უშუალოდ მოსახლეობისგან მოსმენა და გადაჭრის გზების ერთობლივი მოძებნა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
14:01 / 20.09.2019
ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს თავისუფალი ინიციატივების
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია
13:09 / 20.09.2019
19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კომპანია "აიგრუპმა"
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
22:00 / 19.09.2019
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019