პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია

მუხნარის ტყეში ხეების ჭრას აპროტესტებს. როგორც გოგი წულაია ამბობს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის გაყვანის გამო, ადგილზე ჯანსაღი ხეები მოჭრეს. მისივე განცხადებით, დამატებით მსგავსი ორი გზის გაყვანა იგეგმება, რაც განადგურებული ხის მასივის მოცულობას გაზრდის.

“გადაგვაყოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. გზის მეტი რა შედის ადგილზე. ჯანსაღი ხეებია მოჭრილი და ჭრა კვლავ გაგრძელდება. ეს არის ვანდალიზმი და ბარბაროსობა. მინდა ქუთაისელებს ვუთხრა, როდესაც თქვენი შვილებს ტყე აღარ ექნებათ რას ეტყვით. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა,”-განაცხადა წულაიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *