ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში, იმ ტერიტორიაზე,

სადაც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის გაყვანა მიმდინარეობს, ხეების მოჭრის ნებართვა მათი გაცემული არ არის. სააგენტოში განმარტავენ, რომ საღორიის ტყე ფრაგმენტებადაა დაყოფილი და აღნიშნული ტერიტორია მათს საკუთრებაში არ არის.

“საღორიის ტყეში, სადაც გოგი წულაიამ აქცია გამართა, ხე-ტყის ჭრის ნებართვა სააგენტოს გაცემული არ არის. ეს ტერიტორია არ არის ტყის ის ფონდი, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო მართავს და უფლებამოსილია რაიმე სახის ნებართვა გასცეს.

საღორიის ტყე ფრაგმენტულად არის დაყოფილი. არის ტერიტორიები, რომლებიც სატყეო სააგენტოს მართვას არის დაქვემდებარებული და არის კერძო საკუთრებებიც ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები . შესაძლოა, გარკვეული ნაწილი მშენებარე უნივერსიტეტის საკუთრებაში იყოს. შესაძლებელია, ნებართვის გამცემი იყოს ქონების ეროვნული სააგენტო ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,”-განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

შეგახსენებთ, გოგი წულაიამ დღეს საღორიის ტყეში ბრიფინგი მოაწყო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის მოწყობის გამო ჯანსაღი ხეების ჭრა გააპროტესტა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *