პოლიტიკა
ქუთაისის მერიამ ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა. მერიამ სარჩელით ხელშეკრულების გაუქმება და "ტორპედოს" 100 %-იანი წილის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსვლა მოითხოვა.

"სარჩელი უკვე წარედგინა საქალაქო სასამართლოს. დავის მერიის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ ზაალ ჩაჩავამ ვერ დაფაროს დავალიანება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, აღსრულების პროცესი აჩვენებს ყველაფერს. წინა წლებში კომპანიას 11 მილიონამდე აქვს ბრუნვა წელიწადში. ეს თუ ასე გაგრძელდა, კომპანიას დაყადაღებული ექნება ანგარიშები და ვალი გასტუმრდება,"-განაცხადა მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ.

ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ კლუბში შექმნილი ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად, პირველ რიგში, ქუთაისის მერიისათვის "ტორპედოს" დაბრუნება იურიდიულად უნდა მოხდეს, რაც შემდეგ ხელ-ფეხს გაუხსნის მერიას ახალი სპონსორი მოიძიოს ან რაიმე დაფინანსების წყარო მონახოს, რათა ფეხბურთელებს ხელფასები დაურიგოს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია მსოფლისო საუკეთესო ძალოსანის
გამოსავლენად ემზადება.
14:13 / 28.01.2020
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია მსოფლისო საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად ემზადება.
ქუთაისელმა სპორტსმენმა შოთა მიშველიძემ იტალიაში მიმდინარე ტურნირზე
14:04 / 28.01.2020
ქუთაისელმა სპორტსმენმა შოთა მიშველიძემ იტალიაში მიმდინარე ტურნირზე
,,დაელოდეთ მერიის ოფიციალურ განცხადებას
12:45 / 28.01.2020
,,დაელოდეთ მერიის ოფიციალურ განცხადებას".- ასე უპასუხა ქუთაისის მერმა საფეხბურთო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
11:40 / 28.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
11:40 / 28.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
ამინდი
თბილისი 0 - 9 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020