ქუთაისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისათვის

გარკვეულ კრიტერიუმებს დააწესებს. ამის შესახებ მერიის სატრანსპორტო განყოფილების სამსახურის უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, კრიტერიუმები მას შემდეგ დაწესდება, რაც მერია მუნიციპალურ ტრანსპორტს შემოიყვანს და მასზე სამუშაოდ მძღოლებს შეარჩევს.

“კონკრეტულ კრიტერიუმებზე რომ დავიწყო საუბარი არ იქნება მართებული. რა იქნება კრიტერიუმები ან იქნება თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა ამაზე საუბარი ნაადრევია,”-განაცხადა ცხვედიანმა.

კერძო კომპანიებთან ხელშეკრულებებს ვადა 2020 წლის ბოლოს გასდის. ამის შემდეგ მერია 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *