ზესტაფონის მერია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მირანდა

სხილაძისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

უბედური შემთხვევა 16 სექტემბერს, ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც მირანდა სხილაძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება სახელდება.

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *