Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
იმერეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯიმასტაროს, ოფურჩხეთის, გუმათის, ჟონეთისა და ნამოხვანის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათგან პრიორიტეტები მოისმინეს. ადგილობრივები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების: მინი სპორტული მოედნის მოწყობას, სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონზე ბონდის ხიდის გაკეთებას, სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგებას, არსებული საბავშვო ბაღის შენობის გაფართოებასა და გაზიფიცირებას ითხოვენ. შეხვედრაზე ასევე, საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს და სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაზეა ორიენტირებული.

აღნიშნულ სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ცენტრალური და შიდა საუბნო გზები მოწესრიგდა და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. გარდა ამისა სოფელ ოფურჩხეთში, ერთ-ერთ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა 133 940 ლარით დააფინანსა.

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონის მასშტაბით მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.


R
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 8 - 21 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020