3-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ქუთაისის საკრებულოს სხდომას ოპოზიცია შეუერთდა.

დღევანდელ სხდომას ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, მერაბ მეშველიანი ესწრება

“აქციების შემდეგ განვითარებული პროცესებიდან სამი თვის თავზე, 20 სექტემბერს “ევროპულმა საქართველომ” მიიღო გადაწყვეტილება, დაუბრუნდეს საკრებულოს სხდომებს. გვინდა, იმ თემების საზოგადოებისათვის მიწოდება უფრო მეტად მოხდეს, რაც რეგიონისათვის მნიშვნელოვანია. ვაპირებთ, ყველა იმ გადაწყვეტილებაში ვიყოთ ჩართული, რომელსაც ხელისუფლება იღებს. ვიქნებით ისეთი აქტიურები, როგორიც ვიყავით სხვა მოვლენებთან დაკავშირებით,”-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

სხდომაზე არ გამოცხადებულა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ ოპოზიციამ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. დეპუტატები ამბობდნენ, რომ სხდომებზე მანამდე არ გამოცხადდებოდნენ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *