Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მაჩალიკაშვილები ხელმოწერებს ქუთაისში აგროვებენ
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი ხელმოწერებს ქუთაისში აგროვებენ. მაჩალიკაშვილები ჯამში 100 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ. დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამბობენ, რომ ამ დროისათვის უკვე ზუგდიდსა და ბათუმში ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს.

"ჩემი მიზანია შევაგროვოთ ხელმოწერები და ვაიძულო ხელისუფლება, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. მოვითხოვთ, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. გაირკვეს, რატომ და რისთვის მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი,"-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა დადგინდეს.

"ვართ ხალხის იმედად. მოვითხოვთ კომისიის შექმნას, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩვენი შვილის უდანაშაულობის ამბავი,"-განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მისმა მშობლებმა საქართველოს პარლამენტის წინ, 12 ივნისს დაიწყეს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. ოჯახი ამბობს, რომ თემირლანს მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 8 - 21 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020