პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრი ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენლებს ხვდება
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში მეშახტეებსა და კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენლებს ხვდება. მოლაპარაკება მინდელის შახტის ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარეობს. 

"ჩემთვის მთავარია, კომპანიისგან მოვისმინო დამაჯერებელი პასუხები, თუ როდის იქნება მეშახტეებისთვის გასტუმრებული ხელფასები, და რაც მთავარია, როდის აღდგება მადნის მოპოვება უსაფრთხო შრომის პირობებში, როდის დაიწყებს საწარმო ნორმალურად ფუნქციონირებას. ხელფასების საკითხი უნდა გადაწყდეს უსწრაფესად", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტყიბულში კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი"-ს წარმომადგენლებთან და მეშახტეებთან შეხვედრისას.

ნათია თურნავა ტყიბულში პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფება. როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, მთავრობა იქნება გარანტორი, რომ კომპანიამ მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

"ჩვენ ძალიან გვაღელვებს ტყიბულელი მეშახტეების ბედი, კარგად ვიცი ეს სფერო, პრემიერ-მინისტრის უმკაცრესი დავალება მაქვს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები, პირველ რიგში კი თქვენთვის, მეშახტეებისთვის - თქვენ ხართ "საქნახშირის" მთავარი სიმდიდრე, აქაური მთავარი ძალა", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფთან, მათ მოძიებული ჰყავთ ინვესტორი. მისი ინფორმაციით, ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორები.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
17:42 / 12.12.2019
დაკორექტირების შემდეგ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის
14 დეკემბერს, თბილისში
17:07 / 12.12.2019
14 დეკემბერს, თბილისში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის
თბილისში აქციაზე ქუთაისიდან ჩასული გაერთიანებული ოპოზციის წევრი გია
თევდორაძე დააკავეს.
13:13 / 12.12.2019
თბილისში აქციაზე ქუთაისიდან ჩასული გაერთიანებული ოპოზციის წევრი გია თევდორაძე დააკავეს.
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -1 - 7 °C
img
ქუთაისი 7 - 14 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019