ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას

განცხადებით, მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს, რომ დღეს, ტყიბულში გაცემული ყველა დაპირება შესრულდეს. ნათია თურნავას თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, რისი ვალდებულებაც კომპანიამ აიღო.

მინისტრის ინფორმაციით, “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა” თავად მოიძია ინვესტორი.

“ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის მადნის ტრეიდინგში გამოცდილება, ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები და მათგან მოვისმინეთ საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *