პოლიტიკა
ქუთაისში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განიხილონ
ქუთაისში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განიხილონ. შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14:00 საათისთვისაა დაანონსებული.

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მიიღებენ.

საყოველთაო-სახალხო განხილვებზე თავისუფალი დასწრების საშუალება ექნებათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.

საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ ამბროლაურში 28 სექტემბერს გაიმართება. 30 სექტემბერს  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს თბილისში განიხილავენ.

| Print |