საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დღეს ქუთაისში განიხილეს.

ცვლილებათა პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააცნო. 

“ეს არის დემოკრატიული ცვლილებები უდაოდ და ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც შეგვიძლია უფრო მშვიდ, უფრო საქმიან, დაბალანსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გადავიდეთ. ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან მეტი თანამშრომლობა შეძლონ,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო განხილვას ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერით უნდა გაიმართოს.ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები 3%-იანი ბარიერითა და ბლოკებით უნდა ჩატარდეს.

ქუთაისის შემდეგ განხილვა ამბროლაურში გაიმართება.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *