გაერთაიანებული ოპოზიცია ქუთაისის თვითმმართველობის ადგილმდებარეობის

შეცვლის საკითხის გარკვევას ითხოვს. “ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელდება ლოკაცია, სადაც ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის განთავსება იგეგმება, თუმცა, ოფიციალური ვერსია არ არსებობს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არსებული გაურკვევლობა ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. “ძალა ერთობაშიამ” მერიაში ოფიციალური ინფორმაციის მოთხოვნით წერილი უკვე შეიტანა.

“არაფერს ვაპროტესტებთ, არც ვინმეს ვდებთ ბრალს. ჩვენი მოთხოვნაა, მივიღოთ ინფორმაცია, იგეგმება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გაყიდვა. რა ფასით და პირობებით იქნება წარმოდგენილი აუქციონზე ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობა. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს ყველა დეტალი,”-აცხადებენ ოპოზიციაში.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და გუბერნია მთავრობის სახლსა და კონტროლის პალატაში გადადის, მერიის ამჟამინდელ შენობას კი ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს.

მერიის შენობის გასხვისების საკითხს თვითმმართველობაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მერიაში ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და საკითხის გარკვევის შემდეგ მოსახლეობას ინფორმაციას მიაწოდებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *