პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრის თქმით, რეგიონებში ბევრი საპრივატიზაციო ობიექტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, განსაკუთრებით რეგიონებში ბევრი საპრივატიზაციო ობიექტია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ობიექტი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე უწყებრივი მიმართულებებით, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება უფრო ყაირათიანი, ეფექტიანი განკარგვა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ კუთხით მიდგომები გავამკაცროთ," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერის დავალებაა, მაქსიმალურად მოხდეს ისეთი ქონების აღრიცხვა, რომელიც მრავლად არის რეგიონებში, მუნიციპალიტეტებსა თუ სხვა უწყებებში და არ არის ჯერ დატვირთული.

"ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს ქონება დაჩქარებულად ჩაერთოს ეკონომიკაში და შევთავაზოთ პრივატიზაციისთვის ბიზნესს, რომ იქ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, პრივატიზების პროცესის გააქტიურების მიზანია, უფრო მეტი სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო აქტივი ჩაერთოს ეკონომიკაში და ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს. ამასთან, მინისტრის განცხადებით, წელს პრივატიზების გეგმა უკვე შესრულებულია.

"წელს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა პრივატიზებიდან 60 მლნ ლარი შემოსავალი, ეს გეგმა პრაქტიკულად, უკვე შესრულებულია და ჩვენ ახლა ვმუშაობთ გადაჭარბებაზე. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ავიღეთ ვალდებულება, გაისად პრივატიზების ტემპი დავაჩქაროთ და გავზარდოთ პრივატიზებიდან ბიუჯეტში შემოსავლები" - აღნიშნა მან.



 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
12:23 / 11.12.2019
"პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს ხალხის გამოყვანას ავალებენ,"-ამის
მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკა
ლატარიამ დატოვა,
13:54 / 10.12.2019
მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკა ლატარიამ დატოვა,
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია.
საკრებულოს
16:55 / 09.12.2019
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. საკრებულოს
ოპოზიციის აქცია ერთად ერთის წინააღმდეგ ქუთისში 14:00 საათზე
კიკვიძის სკვერიდან დაიწყო.
18:52 / 06.12.2019
ოპოზიციის აქცია ერთად ერთის წინააღმდეგ ქუთისში 14:00 საათზე კიკვიძის სკვერიდან დაიწყო.
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი 3 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019