Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
იმერეთში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა დეკლარაციებში დარღვევები გამოვლინდა
,,საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველომ" თანამდებობის პირთა დეკლარაციებში დარღვევები აღმოაჩინა. ანგარიშის მიხედვით, წყალტუბოს მერის პირველ მოადგილეს, ზურაბ მაისურაძეს კომპანია დეკლარირებული აქვს, თუმცა საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.

,,წყალტუბოს მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძეს 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს "დიაპლასტის" 50% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული." - წერია ანგარიშში.


აქვეა საუბარი თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძეზეც. მას  2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს "იმერეთი 2017"-ის 100%-იანი წილის მესაკუთრე. გარდა ამისა ,,ნოდარ ფანჩულიძემ 2012 წელს 6 000 ლარი შესწირა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"."- წერია დოკუმენტში. 

ხონის მერი ლადო ჯურხაძეს 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს "გლობალ ენერჯი სოლუშენსის", შპს "ბატონო ტრეველიძის" და შპს "მახაუტოს" დირექტორი და 100% მფლობელი, ასევე შპს "ენერგეტიკის ავტომატიზაციის ქართული კომპანიის" 5% მფლობელია. პრობლემატურია ის გარემოებები, რომ ლადო ჯურხაძე, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, 3 შპს-ში დღემდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას დასაკუთარ წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძეს არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე შპს "დ გრუპის"" დირექტორი და 100%- იანი წილის მფლობელია.

ჭიათურის მერი გივი მოდებაძეს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ნინო ბუთხუზი შპს "ოკეანე +"-ის 25% მესაკუთრეა.
სამტრედიის მერი ვალერიანე ფოცხვერიას 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს "ელიტა 5+"-ის 20% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.

ბაღდათის მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძეს 2019 წლის აპრილში დეკლარირებული აქვს, რომ იგი არის ,,ჯორჯიან სენდ კომპანის"" 50% მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვაპირისათვის არ აქვს გადაცემული. ფირუზ ბურჯანაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ფლობს შპს "ჯორჯია სეთ კომპანი 2"-ის 15%-ს,მას არც ეს წილი აქვს სხვა პირზე მინდობით გადაცემული.

ზესტაფონის მერის მოადგილე დავით მაღრაძეს 2019 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს "ჯი ემ დის"
50% მესაკუთრე და შპს "დი პი იმპექსის" 50% წილის მფლობელი და დირექტორია. 


,,"საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის" თანახმად, პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირსდა თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მიზანი ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის გადამოწმება, პირთა უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა კონფლიქტების პრევენცია, ასევე თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ამაღლებაა." - წერია ანგარიშში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის
14:07 / 29.03.2020
ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგნლები პირბადეებს და სადეზინფექციო საშუალებებს
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 8 - 21 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020