ერთი კვირის წინ ქუთაისისათვის სტიქიის შედეგად

მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი, ჯონი არაბიძე აცხადებს, რომ მონაცემების შეგროვება ამ დრომდე მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

“დღის ბოლოს კომისიურად განვიხილავთ და საბოლოო ციფრებიც გვექნება. გვეცოდინება, რამდენ დაზარალებული ოჯახს დავეხმარებით,”-განმარტა არაბიძემ.

ზარალის დამთვლელ სპეციალურ კომისიას ვიცე მერი დავით ერემეიშვილი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს, ქუთაისში უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მოსახლეობას შინაური ფრინველი დაეხოცა და დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მერიაში განაცხადეს, რომ სანიაღვრე არხები დიდი რაოდენობის ნალექის გატარებას ვერ ასწრებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *