ჯანდაცვა
"ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს"
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციისა და მკურნალობის კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. ლომჯარიამ განმარტა, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, ვერ გაიაზრა არსებული რისკები.

"ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დროული გამოვლენა, მკურნალობა და რეაბილიტაცია თანაბრად პრობლემურია ბავშვებსა და ზრდასრულებში. ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზეც კი, როდესაც ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, ვერ გაიაზრა არსებული რისკები, არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები მათი პრევენციისთვის," - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სახალხო დამცველმა ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი ცნობიერების ნაკლებობასა და საზოგადოებაში არსებულ ტაბუზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური და თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების საჭიროებას და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, არასაკმარისია თემზე დაფუძნებული და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობა. პრობლემურია სერვისის უწყვეტობის საკითხიც და ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. მნიშვნელოვან გამოწვევად გამოკვეთა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენა და სათანადო მართვა. სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში არსებული არასათანადო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები. სომატური ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის პრობლემები. უარყოფითად შეაფასა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის არარსებობა.

ფოტო: სახალხო დამცველის "ფეისბუკ" გვერდი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს თაფლში ვეტერინარული
პრეპარატებისა
14:27 / 19.02.2020
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა
,,სეზონისათვის დამახასიათებელი მატება გვაქვს.
თებერვალში გრიპის ვირუსის გამწვავების მეორე
15:19 / 03.02.2020
,,სეზონისათვის დამახასიათებელი მატება გვაქვს. თებერვალში გრიპის ვირუსის გამწვავების მეორე
სეზონურ გრიპთან დაკავშირებით კლინიკებმა პაციენტის ნახვის წესები
გაამკაცრეს. ჰოსპიტალიზებული
14:33 / 03.02.2020
სეზონურ გრიპთან დაკავშირებით კლინიკებმა პაციენტის ნახვის წესები გაამკაცრეს. ჰოსპიტალიზებული
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
12:19 / 01.02.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორში კორონავირუსზე მგზავრების შემოწმება
მიმდინარეობს.
15:10 / 31.01.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორში კორონავირუსზე მგზავრების შემოწმება მიმდინარეობს.
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 2 - 17 °C
img
ბათუმი 6 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020