Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში, პარლამენტის ცარიელი შენობის კომუნალური გადასახადი ბიუჯეტს 700 ათას ლარამდე დაუჯდა
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ქუთაისში, პარლამენტის უფუნქციო შენობის კომუნალური გადასახადებში ბიუჯეტიდან თითქმის 700,000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

,,პარლამენტის შენობა, რომლის შენებაც 2012 წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაჯდა. პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს ვხარჯავდით.

წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარი გადავიხადეთ.
ამ დროს წელს სულ 400,000 დაიხარჯება ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და150,000 საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე."- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო საქმიანობა ქუთაისიდან თბილისში მიმდინარე წლის თებერვლიდან გაგრძელდა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, განაცხადეს, რომ ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა და შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კი შენობა შეიძლება საკონფერენციო სივრცედ იქნეს გამოყენებული. 

ამ დრომდე ქუთაისში მდეპარე პარლამენტის ყოფილი შენობა უფუქნციოდაა დარჩენილი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020