ქუთაისის საიმიჯო კლიპი ოფიციალურ გვერდზე 10-მა ევროპულმა ქალაქმა განათავსა.

ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომელმაც გასულ ზაფხულს ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობა კამპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში შეუერთდა”. კამპანიაში უმეტესად ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქები ჩაერთნენ. მათ ვებ გვერდებზე საიმიჯო კლიპი ზაფხულის თვეებსა და სექტემბერში განათავსეს.

“კამპანიას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ზოგიერთმა ქალაქმა თავისი ინიციატივით გაცილებით უფრო მეტი გააკეთა. მაგალითად, უკრაინის ქალაქმა ლვოვმა საიმიჯო კლიპი ქალაქის მონიტორებზე განათავსა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. ამ ინიციატივას უკრაინის ძალიან ბევრი ქალაქი გამოეხმაურა. ჩამონათვალშია ნიკოლაევი, კაუნასი, ნიუპოტი, რომელიც ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია. უფრო მეტიც, ქუთაისში სტუმრად გვყავდა ნიუპორტის ასოციაციის წარმომადგენელი და მომავალი წლისთვის ერთობლივ ღონისძიებასაც ვგეგმავთ,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ. 

“გაატარე ზაფხული საქართველოში”  – #spendyoursummeringeorgia აქტიური სოციალური კამპანიაა, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა. 

კამპანიის წამოწყების მიზეზი რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა, რომლის თანახმადაც, “2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *