Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში დასრულდება
ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში დასრულდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა. განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს, ხოლო სრული რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება.

ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია "ბილდმორი" ახორციელებს.

ცენტრალურ მოედნის რეაბილიტაციაზე 557 177 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მოედნის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ წინა მერის პირობებში დაიწყო. სამუშაოები შეჩერდა და მეორედ გამოცხადებული ტენდერიც ჩავარდა. მოსახლეობა გაჭიანურებულ სამუშაოებს აპროტესტებდა.

ფოტო: ზესტაფონის მერია
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 
ანტიკრიზისული გეგმის
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 28 °C
img
ქუთაისი 14 - 30 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 24 °C
img
ფოთი 15 - 22 °C
img
თელავი 16 - 27 °C
img
მესტია 6 - 16 °C
img
ზუგდიდი 13 - 28 °C
img
ბორჯომი 10 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები