Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"რადგან წინა ხელისუფლების აშენებულია, როდემდე გინდათ რომ მიატოვოთ და დაანგრიოთ"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში მიტოვებული შენობების არსებობას აპროტესტებს. წულაია პარლამენტის შენობასა და მთავრობის სახლთან მივიდა და თქვა, რომ ხელისუფლება უფუნქციო შენობების შენახვაში თანხას წყალში ყრის. პარტიის თანათავმჯდომარე პარლამენტის შენობისათვის ფუნქციის მინიჭებას ითხოვს.

"ეს არის მიტოვებული შენობების მომდევნო სერია. ყველაზე გულსაკლავი არის ის, რომ ეს ორი დიდი შენობა, პარლამენტი და მთავრობის სახლი არის მიტოვებული. ამ შენობების შენახვა ბიუჯეტისათვის ხარჯებია. მიკვდება გული, რომ მილიონობით ლარი რიონს მიაქვს. რამდენ ხანს აპირებენ რომ შენობა უფუნქციოდ იყოს ? 10 წელი ? ამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. ხელისუფლებასა და დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, მათთვის დანარჩენი საქართველო რომ არ არსებობს. ესეც საქართველოა და ამის გარეშე თქვენ არაფერი იქნებით. თბილისში გადაადგილება თქვენ არ შეგიძლიათ, ვეღარ გრძნობთ რომ იხრჩობით თბილისში. დაიხრჩობით მანამ, სანამ რეგიონებს არ მიაქცევთ ყურადღებას, სანამ არ შექმნით სამუშაო ადგილებს. როდემდე გინდათ, რადგან წინა ხელისუფლების აშენებულია, მიატოვოთ, დაანგრიოთ და გააუბედუროთ,"-ამბობს გოგი წულაია.

წულაიას განმარტებით, შესაძლებელია პარლამენტის შენობაზე მზის ბატარეების დამონტაჟება და ალტერნატიული ენერგიის გამომუშავება, საკონცერტო ან სპორტდარბაზის მოწყობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის" მედიაპროექტ "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის შენობის შენახვა ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება. მიმდინარე წლის 8 თვეში შენობის კომუნალურ გადასახადებში 700 000 ლარია დახარჯული. ქუთაისში პარლამენტი იანვრის თვის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე საპოლიციო ჰაბი უნდა მოეწყოს, თუმცა, შენობას ფუნქციური დატვირთვა ამ დრომდე არ გააჩნია.

ფოტო: "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 
ანტიკრიზისული გეგმის
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 28 °C
img
ქუთაისი 14 - 30 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 24 °C
img
ფოთი 15 - 22 °C
img
თელავი 16 - 27 °C
img
მესტია 6 - 16 °C
img
ზუგდიდი 13 - 28 °C
img
ბორჯომი 10 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები