Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა ინიციატივებიდან 10 საუკეთესო შეარჩია
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მერიაში დარეგისტრირებული მოქალაქეთა ინიციატივებიდან 10 საუკეთესო შეარჩია. იდეების გადარჩევის პროცესი სამი კრიტერიუმის მიხედვით წარიმართა. საუკეთესო ინიციატივები მდგრადობის, აქტუალობისა და კრეატიულობის კრიტერიუმებით შეირჩა. 10-ვე ინიციატივა მერიის ვებ გვერდზე განთავსდება, სადაც მოქალაქეებს მისი სასურველი იდეისათვის ხმის მიცემა შეეძლებათ. 

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მერიის ვებ გვერდზე შემოდიოდა ინიციატივები. ჩვენმა საბჭომ მოახერხა მცირე ჯგუფის შექმნა, რომელმაც ინიციატივების პირველადი ფილტრაცია მოახდინა. გამოვლინდა, რომ 87 ინიციატივაა შემოსული, აქედან 8 ვერ პასუხობდა მერიის კომპეტენციას, თუმცა ამ ადამიანების ინიციატივები შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნება. 14 ინიციატივის მსგავსი ღონისძიებები მერიას უკვე აქვს გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 14-ვე ინიციატივა უკვე არის მხარდაჭერილი და ასახული 2020 წლის ბიუჯეტში. დარჩენილ 65 პროექტს დაემატა ერთი, მერის სახელზე შესული სხვა ინიციატივა. ჯამში 66 ინიციატივა შეაფასა მრჩეველთა საბჭომ და გამოავლინა 10 ყველაზე მარალი ქულის მქონე,"-განაცხადა მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანმა, ნუგზარ კოხრეიძემ.

მოქალაქეების ხმის მიცემის შედეგად 3 საუკეთესო ინიციატივა გამოვლინდება, რომლებსაც მერია 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020