Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაზე ადგილობრივებთან კონსულტაციები იანვრიდან დაიწყება
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის მომზადება თებერვალში დასრულდება და მოსახლეობასთან კონსულტაციები 2020 წლის იანვარში დაიწყება. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტის მომზადების შემდეგ დაიწყება მსჯელობა, მოუწევს თუ არა მოსახლეობას რეაბილიტაციის პერიოდში საცხოვრებლის დატოვება.

"ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი. ამ ეტაპზე მათი მხრიდან მიმდინარეობს პროექტირება. კომპანია იყო ჩამოსული და პირველადი ვერსიები იყო წარმოდგენილი თუ როგორ ხედავენ ისინი რეაბილიტაციას. თებერვალში უნდა მოხდეს საბოლოო პროექტის დადება. მაგრამ დადებამდე მოხდება მისი წარდგენა და საჯარო განხილვა საზოგადოებაში. იანვრიდან აქტიურად დაიწყება მუშაობა თავად მოსახლეობასთან ამ მიმართულებითაც. როგორც კი იქნება პროექტი, მოსახლეობასთან წარიმართება მსჯელობა. სანამ პროექტი არ არის, მოსახლეობასთან კონკრეტული კომუნიკაცია არ არის. დეტალებზე, მოუწევს თუ არა გასვლა სახლებიდან მოსახლეობას, ალბათ მოუწევს, ვთანხმდებით,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

რაც შეეხება რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის რაოდენობას, ვიცე-მერის განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდში 25 მილიონი უკვე მობილიზებულია.

"მუნიციპალური განვითარების ფონდს დაფინანსების სხვადასხვა წყაროები გააჩნია და ერთ-ერთი არის დონორების ფინანსური მხარდაჭერა როგორც მსოფლიო ბანკის, ასევე სხვადასხვა დონორების მხრიდან. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უკვე მობილიზებული აქვთ გარკვეული თანხა ამ მიმართულებით. საბოლოო ღირებულება უნდა დადოს პროექტმა. ალბათ, სავარაუდოდ, 25 მილიონი ამერიკული დოლარის ფარგლებზე გავდივართ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდს მობილიზებული აქვს,"-ამბობს თვალთვაძე.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 
ანტიკრიზისული გეგმის
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
,,უცხოელი ტურისტები რომ გაიგებენ ,,ქუთაისი ქალაქია“ გამოიქცევიან" - გიგა შუშანია
15:45 / 24.05.2020
,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ქუთაისში გიგა შუშანია აცადებს,