Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
უფასო მგზავრობის პროგრამა, რომლითაც ქუთაისელი სტუდენტები არ სარგებლობენ
ქუთაისში ოპოზიციამ სტუდენტებისათვის სამოქალაქო ტრანსპორტში განახევრებული ტარიფების დაწესება მოითხოვა და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ შეღავათებით სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსაც უნდა ესარგებლათ. 

ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ თვითმმართველობას რამდენიმე ტიპის პროგრამა აქვს, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიაზე შეღავათებს აწესებს. ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში ქუთაისში მცხოვრები ცოლ-ქმარი სტუდენტისათვის ჩადებულია პროგრამა, თუმცა, მისით ბენეფიციარებს ამ დრომდე არ უსარგებლიათ.

"ბიუჯეტში ახლაც არის უფასო მგზავრობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის სამგზავრო ბილეთების შეძენას და მათ შორის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც დაქორწინებული არიან. ეს პროგრამა არც ისე აქტიურად გამოიყენება სტუდენტების მხრიდან. ვკითხულობ სტუდენტებში რამდენად სარგებლობენ ხოლმე, მაგრამ არ სარგებლობენ. პროგრამა მხოლოდ ავტობუსით მგზავრობის თანხას ფარავს. ალბათ, სტუდენტებისათვის არ არის ავტობუსი გადაადგილების მომხიბვლელი საშუალება,"-ამბობს ნინო თვალთვაძე.

კითხვაზე, მას შემდეგ, რაც 2020 წელს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა უნდა განხორციელდეს, ისარგებლებს თუ არა შეღავათიანი მგზავრობის პირობებით ნებისმიერი სტუდენტი, ვიცე-მერი ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

"რაც გააჩნია ქალაქს, იმ შესაძლებლობების ფარგლებში უნდა გაკეთდეს. მიმდინარეობს სტუდენტთა რაოდენობის დათვლის პროცესი. სიმართლე გითხრათ, შარშანაც დავთვალე მონაცემები. ნებისმიერ შეხვედრაზე სტუდენტები ამ საკითხს აჟღერებენ. 11 ათასამდე სტუდენტი არის ქუთაისში. როდესაც არ გყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, შენ უნდა შეიძინო ეს ბილეთები. ქალაქმა ამაში ფული უნდა გადაიხადოს. მუნიციპალური ტრანსპორტის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივია, მაგრამ აქაც დასათვლელია და ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გარდა სტუდენტებისა, ბევრი ჯგუფი არსებობს, რომლებსაც სჭირდება შეღავათები, ამიტომ ეს ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია. საკმაოდ დიდი ცვლილება იგეგმება და ახალი სისტემა იქმნება,"-ამბობს ნინო თვალთვაძე.

ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა 2020 წლიდან იგეგმება. პირველ ეტაპზე, ქალაქში 60 მუნიციპალური ავტობუსი გადაადგილდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის
,,უცხოელი ტურისტები რომ გაიგებენ ,,ქუთაისი ქალაქია“ გამოიქცევიან" - გიგა შუშანია
15:45 / 24.05.2020
,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ქუთაისში გიგა შუშანია აცადებს,