Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ
ქუთაისში მოსკოვის თეატრის ჩამოსვლას აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ. მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრები მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე შეიკრიბებიან. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ დაუშვებელია ქუთაისმა ოკუპანტი ქვეყნის თეატრს უმასპინძლოს.

"ქუთაისი მასპინძლობს ოკუპანტი ქვეყნის თეატრს, ამ უმსგავსო და ამაზრზენი ფაქტის შემოქმედია მესხიშვილის თეატრის მმართველი, ბატონი სულხანი! ეს ის სულხანი გახლავთ, რომელმაც ივნისის აქციების პერიოდში მოქალაქეებს თეატრიდან დენი არ მოგვაწოდა. შემდეგ, როდესაც საზოგადოებამ მისი უმსგავსო საქციელი მკაცრად დაგმო, მეხუთე დღეს დაგვრთო ნება გვესარგებლა თეატრის დენის წყაროთი. ახლაც, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საზოგადოების პროტესტს გაიგებს და ყურად იღებს და ეს უმსგავსობა არ მოხდება ქალაქში,"- ამბობს მოძრაობის წევრი, ნიკა დეისაძე.

დღეს, მესხიშვილის თეატრი მოსკოვის თეატრს ,,ნიკიტკის კარიბჭესთან" უმასპინძლებს. მოსკოველი თეატრალები ქუთაისელ მაყურებელს შესთავაზებენ სპექტაკლს, ,,არ დამივიწყო". 

ფოტო: მესხიშვილის თეატრი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020