Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ქუთაისში სამოქალაქო ტრანსპორტში ტარიფების განახევრების ინიციატივას ხელი 500-მა სტუდენტმა მოაწერა
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სტუდენტების ხელმოწერების შეგროვება დაასრულა. პარტიის წევრები სტუდენტებისათვის ქუთაისში განახევრებული სამგზავრო ტარიფების დაწესებას ითხოვენ. მგზავრობაზე შეღავათების დაწესებას მხარი ხელმოწერით 500-მა სტუდენტმა დაუჭირა.

"ლეიბორისტული პარტია" ამ დროისათვის ინიციატივას ამზადებს, რომელსაც მერიაში შეიტანს. იგეგმება კიდევ ერთი აქციის მოწყობაც.

"მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა თვითმმართველობას საშუალებას აძლევს, შეცვალოს სატრანსპორტო პოლიტიკა და მათ შორის დააწესოს შეღავათები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა და სტუდენტებზე. აპრობირებული მეთოდი თბილისში წლებია არსებობს და ჩვენც ანალოგიურ პროგრამის შექმნას ვითხოვთ,"-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკვაძემ. 

ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს უფასო მგზავრობის პროგრამა, რომლითაც ქუთაისელი სტუდენტები არ სარგებლობენ. გარკვეული ტიპის შეღავათებით კი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები ამ დროისთვისაც სარგებლობენ.

ფოტო: "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაცია 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020