Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ქუთაისში დევნილების პრობლემებს შევისწავლით"-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ქუთაისის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა, მემორანდუმი ძირითადად ქუთაისში მცხოვრები დევნილების პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული. გამახარიამ ქუთაისს დევნილების მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. მისი განმარტებით, დევნილების წინაშე ძირითადად საყოფაცხოვრებო პირობებისა და დასაქმების პრობლემა დგას. 

"ჩვენ მუდამ მადლიერები ვიქნებით ქუთაისის დევნილების შეფარებისა და მიღებისათვის. დარწმუნებული ვართ, დევნილები არ ელიან რომ დღეს ან ხვალ მათ აფხაზეთში დავაბრუნებთ, მაგრამ მიხვდებიან რომ მათზე ვზრუნავთ, რაც ქალაქში სხვა ატმოსფეროს შექმნის. გვინდა, წინასწარ კარგად შევისწავლოთ მათი პრობლემები. დევნილებს ყველგან ერთი და იგივე პრობლემა აქვთ- ეს არის საყოფაცხოვრებო პირობები, დასაქმება. გარკვეული პროექტები და პროგრამები გვაქვს. ჩვენ დავიწყებთ მის განხორციელებას ქუთაისშიც. მემორანდუმი უფრო მეტად თეორიული და პოლიტიკური ხასიათის იქნება. წარმოდგენილი იქნება სამშვიდობო ინიციატივები, რომ აქ ბევრი აფხაზი ჩამოვიდეს,"-განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

დევნილთა საკითხებზე მომუშავე უწყებებთან ერთად ქუთაისსა და ზუგდიდში სხდომების ჩატარებაც იგეგმება.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020