ქუთაისის მერია ,,სოციალური ღონისძიებების” პროგრამის ფარგლებში,

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის ღირებულება 60 000 ლარია.  სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა ნობათის მომზადება 2000 ბენეფიციარისათვის უნდა უზრუნველყოს.

ნობათში რამდენიმე სახის პროდუქტი შედის, მათ შორისაა: ერთი ცალი გაყინული ქათამი, 2 კილოგრამი შაქარი, ერთი ცალი შედედებული რძე, ერთი ბოთლი ზეთი, ერთი კილოგრამი შოკოლადის კანფეტი, ერთი ცალი კარაქი, ერთი შეფუთვა კვერცხი, ერთი შეკვრა პურის ფქვილი.

წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს იწყება და  29 ოქტომბერს სრულდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *