Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
ინოვაციების ცენტრი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი-შალვა ნათელაშვილი პარლამენტის შენობის ახალ ფუნქციაზე
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქუთაისის პარლამენტის მიტოვებული შენობისათვის ახალი ფუნქციების მინიჭების იდეა გააჟღერა. ნათელაშვილის აზრით, პარლამენტის შენობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უნდა განთავსდეს. გარდა ამისა, შენობაში ქუთაისის მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გადმოვიდეს.

"აქ მსოფლიო ინოვაციების ცენტრი გაიხსნება. აქვე განლაგდენა სტარტაპები და ტექნოპარკები. გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტური საცხოვრებლით. სტუდენტებს მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდიები და ქუთაისიდან დასრულდება სწავლაში ფულის კეთება. ქუთაისი მსოფლიოს სიამაყეა. გამოგონებები და ინოვაციები ამ მიწის ორგანული თვისებაა. სამრეწველო სტატუსიც უნდა დაუბრუნდეს ქუთაისს,"-განაცხადა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის შენობისათვის თავდაპირველი სტატუსის მინიჭებას და ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას, ნათელაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას სურს ის, რაც ქალაქში სამუშაო ადგილებს შექმნის. მისივე განმარტებით, პარლამენტის შენობა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.

"მოქალაქეების უმეტესობა ითხოვს, რომ ქუთაისში სამუშაო ადგილები გაჩნდეს. კორუმპირებული და უსაქმური დეპუტატები ამ ქალაქს ხეირს ვერ მოუტანს. ოკუპირებულ ცხინვალთან უნდა აშენდეს პარლამენტის შენობა და ხალხის შრომით გამაძღარმა პარაზიტებმა იმ საქართველოს უნდა უყურონ, რომელიც იქით დარჩა,"-განაცხადა ნათელაშვილმა.

ხელისუფლებამ ქუთაისის პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბის მოწყობა დააანონსა, თუმცა, ტერიტორია კვლავ მიტოვებულია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
«« აპრილი  »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
თბილისი 5 - 16 °C
img
ქუთაისი 8 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020