“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ტყიბულში მცხოვრებლების

პრობლემები გამოიკვლია. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსახლეობისათვის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის პრობლემა და სახელფასო ანაზღაურება არადამაკმაყოფილებელია. გამოკითხვა მუნიციპალიტეტის სამ სოფელსა და ქალაქ ტყიბულში ჩატარდა.

სოფელ გელათში ადგილობრივები საბავშვო ბაღის აღმზრდელების შრომის ანაზღაურების გაზრდას, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსება, ტერიტორიის დასუფთავებას, კანალიზაციის სისტემის მოწყობას, გარე განათების მოწესრიგებას, მინი სტადიონის, საბავშვო მცირე ზომის ატრაქციონის, სკვერის განათებისა და სკამების დამონტაჟებას, ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაციას ითხოვს.

სოფელ მუხურაში ადგილობრივებისათვის მთავარ პრობლემას სკოლის მშენებლობის პროცესის დასრულება
და ზამთრის პერიოდში გზების გაწმენდა წარმოადგენს.

სოფელ მინდიკორისათვის პრიორიტეტული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა.

ქალაქ ტყიბულში კი ადგილობრივებს ცირეკიძისა და წერეთლის ქუჩების გაზიფიცირება სურთ.

ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილით უკვე მიმართა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *