Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა", შესაძლოა, საკრებულოს სხდომებს პერფორმანსებისა და პერმანენტული აქციების ფონზე დაუბრუნდეს
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოში ბოიკოტის დასრულებასა და სხდომებზე დაბრუნებას გეგმავს. ფრაქციის წევრი, ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩაერთვება. ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ ფრაქციის წევრებმა სხდომებზე დასწრება საპროტესტო აქციებისა და პერფორმანსების ფონზე გააგრძელონ.

"აუცილებლად გავაქტიურდებით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირობა, რის გამოც ეს ნაბიჯი გადავდგით, არ შესრულებულა, ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, რომელიც ახლა დაიწყება. ვფიქრობთ, არ ღირს ქუთაისის მომავალი გახარიას გადავაყოლოთ. ქალაქისათვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას შევუერთდებით და ჩვენს აზრსაც დავაფიქსირებთ. არ გამოვრიცხავ, რომ მუშაობა პროტესტის, პერფორმანსებისა და პერმანენტული აქციების ფონზე გავაგრძელოთ. ჩვენ მუდმივად შევახსენებთ ამ ხელისუფლებას, რომ სათავეში არიან ადამიანები, რომელთაც "გავრილოვის ღამეს" ახალგაზრდებს ტყვია ესროლეს. თავისი საქმიანობით ისინი ჩვენს მომავალს კლავენ,"-აცხადებს ბრეგაძე.

ფრაქციაში ვერ აზუსტებენ, დაუბრუნდებიან თუ არა დეპუტატები 30 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომას.

20-21 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. მათი თქმით, ხელისუფლებაში იმ ადამიანების ადგილი არ არის, ვინც "გავრილოვის ღამეს" ახალგაზრდებს თვალები დათხარა.

ქუთაისის საკრებულოს დაუბრუნდა "ევროპული საქართველო", რომელმაც სხდომებს ბოიკოტი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გამოუცხადა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
11:59 / 25.03.2020
ქუთაისის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
16:57 / 19.03.2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორეშის
PLAYLIST HISTORY
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 7 - 12 °C
img
ქუთაისი 9 - 20 °C
img
ბათუმი 9 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მაშველებმა იპოვეს
17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების
21:55 / 27.03.2020
,,უარს ვამბობ სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობაზე" - ირაკლი შენგელია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
15:04 / 18.03.2020
სალომეს გზა მალტადან წყალტუბოს საკარანტინო ზონამდე
სალომე ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც საქართველოში ახლახანს დაბრუნდა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით
19:45 / 21.03.2020
ქუთაისში მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის
21:57 / 21.03.2020