9 თვეში ქუთაისის საკრებულომ საწვავში 96 170 ლარი დახარჯა,

ქუთაისის მერიამ კი 164 011 ლარი. ამის შესახებ რადიო “ძველი ქალაქის” მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში წერია.

ქუთაისის საკრებულოს მიერ საწვავზე გაწეული ხარჯები თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარი – 9232, 72 ლარი, თებერვალი- 8725, 92 ლარი, მარტი-8827,31 ლარი, აპრილი- 11720, 40 ლარი, მაისი-12669,50 ლარი, ივნისი- 11015,71 ლარი, ივლისი-11092,97 ლარი, აგვისტო-11728,35 ლარი, სექტემბერი-11157, 94 ლარი.

მიმდინარე წელს თვითმმართველობამ საწვავში საერთო ჯამში 260 181 ლარი დახარჯა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *