ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ოფიციალურ მიღებებსა და სუვენირების შეძენაზე

134 973, 45 ლარი დახარჯა. ამის შესახებ რადიო “ძველი ქალაქის” მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღნიშნული თანხიდან 42552,40 ლარი ქუთაისში, 3-4 მაისს ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაწეულ ხარჯს წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი თანხიდან ორი მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი 17397,60 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს, მიმდინარე წელს საჩუქრების შესაძენად აპარატმა 4025 ლარი დახარჯა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *