ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წყალტუბოში სანატორიუმი “მედეა” მოინახულა.

თურნავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტი წყალტუბოს ააღორძინებს. მისივე განმარტებით, ინიციატივა გრანდიოზულია. თურნავა ამბობს, რომ წყალტუბში რამდენიმე სანატორიუმი რეაბილიტირდა, თუმცა, ბიზნემა და მთავრობამ ქალაქის განვითარება ვერ შეძლო და საჭიროა კომპლექსური მიდგომა.

“საზოგადოებამ დღეს ივანიშვილის მორიგი გრანდიოზული ინიციატივის შესახებ შეიტყო. ეს არის წყალტუბოს აღორძინება. ეს არის გრანდიოზული ინიციატივა და დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები ვერ გაუმკლავდა დღემდე. გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ამ წლების განმავლოააში 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღოდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გაცდება აღმოსავლეთ ევროპაში საკურორტო მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი. ეს არის სრული ქველმოქმედება, რადგან რეალობამ გვიჩვენა, რომ ამას ბიზნესი ვერ უმკლავდება. ის თავის თავზე აიღებს ყველა ხარჯს, საუბარია ასეულობით მილიონზე. ამავდროულად, ის გადასცემს ყოველი მოგების გარეშე სანატორიუმებს კერძო ბიზნესს,”-ამბობს თურნავა.

რაც შეეხება ღირებულებას, თუ რა თანხად შეიძენს ივანიშვილი სასტუმროებს, თურნავა ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება. თურნავას თქმით, სანატორიუმის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შესყიდვის სურვილიც კი არავის გამოუთქვამს.

“მე ეს არ მითქვამს, აქამდე ასეთსაც ვერ ვპოულობდით. დეტალები და ღირებულება ამხელა მნიშვნელობის პროექტში მცირე მნიშვნელობის ელემენტია,”-ამბობს თურნავა.

მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სასტუმროებში 8 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. მოგვიანებით კი 20 000-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, თურნავა წყალტუბოში მილიონ ტურისტს ელოდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *