ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საკრებულოს

სხდომებს დაუბრუნდა. დეპუტატები დღეს სხდომაზე სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ და 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწყებული ბოიკოტი დაასრულეს. დეპუტატების განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა” მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას აქტიურ რეჟიმში მიიღებს.

“აუცილებლად გავაქტიურდებით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირობა, რის გამოც ეს ნაბიჯი გადავდგით, არ შესრულებულა, ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, რომელიც ახლა დაიწყება. ვფიქრობთ, არ ღირს ქუთაისის მომავალი გახარიას გადავაყოლოთ. ქალაქისათვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას შევუერთდებით და ჩვენს აზრსაც დავაფიქსირებთ. არ გამოვრიცხავ, რომ მუშაობა პროტესტის, პერფორმანსებისა და პერმანენტული აქციების ფონზე გავაგრძელოთ. ჩვენ მუდმივად შევახსენებთ ამ ხელისუფლებას, რომ სათავეში არიან ადამიანები, რომელთაც “გავრილოვის ღამეს” ახალგაზრდებს ტყვია ესროლეს. თავისი საქმიანობით ისინი ჩვენს მომავალს კლავენ,”-აცხადებს ბრეგაძე.

ქუთაისის საკრებულოს დაუბრუნდა “ევროპული საქართველო”, რომელმაც სხდომებს ბოიკოტი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გამოუცხადა.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *