ქუთაისის საკრებულომ მერიის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაამტკიცა.

ნუსხის მიხედვით, ქუთაისის მერია 5 ობიექტის გასხვისებას გეგმავს. საუბარია 300 კვ. მ. მიწის ფართობზე.

“მაქსიმალურად გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ არსებული ქონებების პრივატიზებას, რადგან სამოქალაქო სექტორმა განავითაროს ბიზნესი,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, მირზა მამასახლისმა.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ განაცხადა, რომ ობიექტების გასხვისებისას ხელშეკრულებებში ისეთი პირობები უნდა ჩაიდოს, რომ ობიექტის კონსერვაცია არ მოხდეს ან მეპატრონემ ტერიტორიის დასუფთავებასა და მოწესრიგებაზე იზრუნოს.

ეკონომიკის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ პოზიტიური ცვლილებების მომხრეა, თუმცა, ოპოზიციის რეკომენდაცია ყველა შემთხვევაში ვერ იმუშავებს.

“როდესაც ქონება საპრივატიზაციოდ გამოდის, არსებობს პირობები, რომლებიც გარემოს მეტად გამჭვირვალეს ხდის. როგორ შეიძლება, როცა 5 კვადრატული მიწის ფართობს იერთებს პირი, ამაში რაიმე პირობა ჩაიდოს. ბუნებრივია, ობიექტის შემთხვევაში, რომელსაც მსგავსი პირობა დასჭირდება, გათვალისწინებული იქნება,”-განაცხადა მამასახლისმა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *