ქუთაისის საკრებულოს საშტატო ნუსხაში ცვლილებებია.

ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილის შტატი გაუქმდა. გარდა ამისა, საკრებულოს მეორე რანგის სპეციალისტი, ავთანდილ ჯინჭარაძის სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა და ამის შემდეგ მისი შტატი გაუქმდა.

როგორც ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენელმა, ნინო კაკაბაძემ განაცხადა, შტატების გაუქმება ბიუჯეტის თანხების დაზოგვის მიზნით მოხდა.

“თანამშრომელმა მოგვმართა განცხადებით გათავისუფლების თაობაზე. ამიტომ ადმინისტრაციულს ამოაკლდა ერთი შტატი ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით. მეორე ცვლილება გამოიწვია იმან, რომ საკრებულოს “კონსერვატიულ ფრაქციას” არ ჰყავს მოადგილე, რადგან ორივე თანამდებობის პირები არიან,”-განაცხადა კაკაბაძემ.

ქუთაისის საკრებულოში 34 შტატიანი თანამშრომელი დარჩა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *